saqarTvelos mdinareebi - Woroxi

ქვეყანა თურქეთი, საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
სათავე ოქუს-ბადადაღის მთები 40°33`28` ჩ. გ. 41°44`28` ა. გ.
შესართავი შავი ზღვა 41°36`17` ჩ. გ. 41°34`27` ა. გ.
სიგრძე 438 კმ
აუზის ფართობი 22000 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 277 მ³/წმ

 

მდინარე თურქეთსა და საქართველოში. სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ. მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აუზის ფართობი 22 ათასი კმ2. ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან - 277 კუბ.მ/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია: აჭარისწყალი და მაჭახელისწყალი.

მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.

აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში.